ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა დამპყრობლებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან სლავიანსკი მასიურად დაბომბეს. დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა.

,,სლავიანსკის მასიური დაბომბვა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან. ყველაზე მასშტაბური ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბევრი მოკლული და დაჭრილია. ვცდილობთ ფეხზე მყარად დგომას. ჩვენ ერთად ვართ“ , – ხაზგასმით აღნიშნა ლიახმა.

სლავიანსკის მერმა დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად ქალაქში 15-მდე ხანძარი გაჩნდა.

დონეცკის პრესსპიკერის ოვა იგნაჩენკოს თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 კი დაშავდა.

სლავიანსკთან ერთად დაბომბვების ქვეშ მოყვა კრამატორსკიც.

banner
წინა სტატიაშიკრემლის მედია: შოიგუმ პუტინს ლუგანსკის “გათავისუფლება” შეატყობინა
შემდეგი სტატიაპესკოვი – ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა