ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

სოფელ კირბალის მცხოვრები 60 წლის გერონტი პაპიტაშვილი ოკუპანტებმა მალევე უკან დააბრუნეს.
მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. ინციდენტი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“და კვლავ: მეუფე იაკობი არის ეკლესიის სირცხვილი და ჩვეულებრივი ბანდიტი”: გვარამია
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი- ბრალდების მხარემ მოწმეები გამოკითხა