ოკუპანტებმა ქალაქში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ადამიანი მოკლეს – ბუჩას მერი

“ნელ-ნელა ვცდილობთ, ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს…” – ამის შესახებ ბუჩას მერი საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპანტებმა ქალაქში “პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ადამიანი მოკლეს”.

55 ათასიანი ქალაქიდან, სადაც ოკუპაციის დროს 3500 ადამიანი იყო დარჩენილი, ოკუპანტებმა პრაქტიკულად ყოველი მეხუთე მოკლეს. ეს მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ რუსებს შეგნებულად გამოჰყავდათ ადამიანები ქუჩაში და ხოცავდნენ. ხელებს უკრავდნენ და თავში ესროდნენ. ეს ყველაფერი დეოკუპაციის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახეთ.

ნელ-ნელა ვცდილობთ რომ ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ისინი აქ უკვე აღარ არიან. გვჯერა რომ ჩვენი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით გაიმარჯვებენ და უკრაინა ისევ ერთიანი იქნება, ისევე როგორც 8 წლის წინ, ომამდე. ახლა ეკლესიის წინ ვიმყოფებით სადაც ადამიანები იყვნენ დაკრძალულები. აქ ორი საერთო სასაფლაო. უკვე 32 ცხედარი ოჯახს გადაეცა და დღეს მათი ეკლესიური წესით დაკრძალვა იმართება, – ამბობს ბუჩას მერი.

banner
წინა სტატიაშივულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს, დაე, ამ წმინდა დღეს მოეტანოს მშვიდობა, სითბო და სიკეთე – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება