რუსმა ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი.
დაშავებულებს შორის ერთი 3 წლის ბავშვია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
მისივე თქმით, ოკუპანტები ოდესას “შაჰიდის” ტიპის დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.