ოკუპანტებმა ნიქოზიდან მღვდელი გაიტაცეს

საოკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გაიტაცეს. აღნიშნულ ფაქტს ეპარქიშიც ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. ეს ოკუპანტების მიერ სასულიერო პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან მოძღვარი ზაფხულში გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშირეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა