წუხანდელი ღამე კიევში: ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე კომბინირებული იერიში მიიტანეს ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე – უკვე ცნობილია 19 დაშავებულის შესახებ.
კიევს ღამით 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა უტევდა, დაფიქსირდა რამდენიმე “მოფრენა”. რომ არა უკრაინის დედაქალაქის ჩინებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, სურათი ბევრად რთული იქნებოდა.