უკრაინის დედაქალაქი გასულ ღამეს და გამთენიისას ოკუპანტთა კომბინირებული საჰაერო იერიშის სამიზნე იყო: კიევს დრონებითა და რაკეტებით უტევდნენ, დაფიქსირდა რამდენიმე მოფრენა, მათ შორის, ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ დილის შვიდი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
















