“ოკუპანტებმა კიდევ საშუალოდ 100 მეტრით გადმოინაცვლეს” – ვიდეო სოფელ გორაკადან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოკუპაციის ხაზიდან საშუალოდ 100 მეტრით კიდევ შემოიწიეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე:

როგორც უკვე გაცნობებთ, კასპის რაიონის სოფელ გორაკას მიმდებარედ ოკუპანტებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში განაახლეს ბორდერიზაციის წინა მოსამზადებელი სამუშაოები.

როგორც გუშინ ვივარაუდეთ, ოკუპანტებმა ოკუპაციის ხაზიდან კიდევ საშუალოდ 100 მეტრით გადმოინაცვლეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში.

ამასთან ერთად, გორაკაში მდებარე ციხე “ორკაპა” წარმოადგენს ე.წ. შიშის ზონას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხე-სიმაგრე მდებარეობს ოკუპაციის ხაზიდან 300 მეტრში. მოსახლეობა ვეღარ მიდის ამ ციხესთან, ვინაიდან გატაცების ალბათობა მიმდებარე ტერიტორიიდან ძალიან მაღალია.

მოცემულ ვიდეოში რუსების მიერ გაკაფული ტყე მკვეთრად ჩანს.

ჩვენ კვლავ დამატებით ტერიტორიებს ვკარგავთ” წერს დავით ქაცარავა და გორაკას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა