6 ოქტომბრის დილას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის ოლქზე მიიტანა იერიში.
სოფელ სტეპანოვკაში იერიშის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი.
გარდა ამისა, დაშავდა ოთხი ადამიანი: 16 და 12 წლის გოგონები, 37 წლის ქალი და 47 წლის კაცი. ისინი საშუალო სიმძიმის ტრავმები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.















