ოკუპანტებმა ხარკოვზე მასობრივი იერიში მიიტანეს

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე კომბინირებული იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ოთხ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა, დაიწვა სხვადასხვა საწყობები და კერძო სახლები.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ დაზუსტებული მონაცემებით, ქალაქზე დარტყმა ორი რაკეტითა და ათი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენასამბლეამ ქართველ ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია 107 ხმით მიიღო
შემდეგი სტატიაყირიმის ხიდს წინათ ორჯერ დავარტყით, ღმერთი სამობითაა და ტრადიცია გავაგრძელეთ – მალიუკი