რუსი ოკუპანტების სამიზნე დილით ადრე ხარკოვი გახდა. უკრაინულ ქალაქს მოსკოვის სამხედრო მანქანა “შაჰიდებით” უტევდა.
დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, სამშობიარო სახლი, სადაც მელოგინე დედები და ჩვილები იმყოფებოდნენ.
საბედნიეროდ, შეტევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, სხვადასხვა სახის დაზიანებები 11-მა ადამიანმა მიიღო, მათგან ორი – ჰოსპიტალიზებულია.















