19 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა „გერან-2“-ის ტიპის დრონებით ხარკოვის სლობასკოისა და ბევანესკის რაიონები დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 36 ადამიანი, მათ შორის 9 და 13 წლის ბავშვები, რომლებსაც სტრესული რეაქცია აღენიშნებათ.
დაზიანებულია ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, ავტოფარეხები, სასწრაფოს სადგური, სუპერმარკეტი, სპორტდარბაზი, სკოლა და ათობით ავტომობილი. დაიწვა ავტოფარეხები და საოფისე შენობის სახურავი.
დაკვამლიანებული კორპუსიდან სამაშველო სამსახურმა 48 ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის – სამი ბავშვი. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები, მაშველები და მედიკოსები.
















