ოკუპანტებმა გორის რაიონიდან გატაცემული მოქალაქე, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან, გორის რაიონის სოფელ ქვეშში უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც ნიკო ხუბულაშვილი ჰყვება, ის საკუთარ ბაღში მუშაობდა, როდესაც რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ.

ოკუპანტებმა ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის მუქარით და ძალის გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს, სადაც უკვე სურათები გადაუღეს თითქოს მას დარღვეული ჰქონდა ე.წ საზღვარი და დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„გადასანაწილებელი ხმები დარჩა? – ამ ხმებს ნურავინ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს“ – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერმინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა