ოკუპანტებმა დღეს მოახერხეს და მიუახლოვდნენ ხაშურის რაიონის სოფელ ყობს

ოკუპანტებმა დღეს მოახერხეს და მიუახლოვდნენ ხაშურის რაიონის სოფელ ყობს. მუშაობის ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ორკები ხვალ გაჭრიან გზას ყობისკენ. ყობიდან დოლომიტის საბადომდე ნახევარი დღის სამუშაოა დარჩენილი.
ხელისუფლებამ აშკარად დაუთმო ოკუპანტებს წაღვლი-ჩორჩანის ტყე, ბონუსად კი სოფელი ყობი და დოლომიტის საბადო დაუმატა. რა მიიღო სანაცვლოდ? ალბათ ტალკის საბადო, რომელსაც რუსოსები ამ ეტაპზე არ უახლოვდებიან. თუმცა, ესეც დროებითია, რუსი ყოველთის არღვევს პირობას თავის სასარგებლოდ. არც ტალკის საბადოს დაგვიტოვებენ და არც აწი უკვე მოჩვენებით დამოუკიდებლობას.
არანაირი მოძრაობა საოკუპაციო ზონასთან, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი აქ არ გამოჩენილა. ერთი კი მოახერხეს, ტროლების ფაბრიკას დავალება მისცეს, დასპონსორებული ბინძური პოსტებით ჩვენთვის შემოეტიათ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს წევრებს 24 საათიანი “ესკორტი”ს დანიშვნა, ემანდ რუსებს ზედმეტი დისკომფორტი არ შევუქმნათ.
ოპოზიციაც რატომღაც დუმს და სამწუხაროდ ეს ფლანგიც გაჩუმებულია.
ისევ რამდენიმე ასეული ადამიანის აღშფოთება ისმის ინტერნეტ სივრცეში, დანარჩენებს კი საერთოდ არ აღელვებს ყოველდღიური მცოცავი ოკუპაცია.
ესე თუ გავაგრძელეთ სტრაუსის პოზაში დგომა, ოკუპაცია თბილისთანაც ჩამოვა.
მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება-წერს დავით ქაცარავა.

 

banner
წინა სტატიაშიბოკერია: მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება მათ როგორც ივანიშვილი და „ასავალ-დასავალი“ ექცეოდნენ მას
შემდეგი სტატიაერდოღანი: თურქეთის ყველა ნაბიჯი სირიაში, რუსეთთან შეთანხმებულია!