ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიიდან ჟიტომირის მიმართულებით 24 რაკეტა ისროლეს – ჟიტომირის მერი

ბელარუსის ტერიტორიიდან მტერმა ჟიტომირის რაიონის მიმართულებით 24 რაკეტა ისროლა, – ინფორმაციას ჟიტომირის მერი, სერგეი სუხომლინი ავრცელებს.

მისი თქმით, მთავარი სამიზნე ქალაქის ირგვლივ არსებული სამხედრო ობიექტები იყო.

“დილით აფეთქებების ხმამ გაგვაღვიძა. ჟიტომირის თავზე არაფერს გადაუფრენია, მის ირგვლივ არსებულ სამხედრო ობიექტებს ესროლეს. რაკეტებიდან თვითმფრინავებიდან იყო გაშვებული, რომლებიც ბელარუსიდან მოვიდნენ. სულ 24 რაკეტა ესროლეს სამხედრო დანაყოფებს და ქალაქის გარშემო არსებულ ობიექტებს”, – ამბობს სუხომლინი.

ჟიტომირის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბუნეჩკოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ, სევეროდონეცკიდან ჩვენი ჯარისკაცების გაყვანა მოგვიწევს – გაიდაი
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება