ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

მისი თქმით, ინფორმაცია მას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.

„სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე ადასტურებს. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, – განაცხადა ცაპლიენკომ.

მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ – რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მასთან შეხვედრისას შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო