სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 22 დეკემბერს დააკავეს და დე-ფაქტო რეჟიმი „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებს, შვილს ციხიდან ამხნევებს!
ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება! – წერს თამარი.
წერილს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ავრცელებს.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს. განცხადება დეფაქტო რეჟიმის პროკურტურამ გვიან ღამით გაავრცელა. ახალგორელ აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები – არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.
ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.
















