ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი თამარ მეარაყიშვილი “მშრალ შიმშილობაზე” გადავიდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი “მშრალ შიმშილობაზე” გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მან წყლის მიღებაც შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” მის ადვოკატზე, ალან ბაზზაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თამარ მეარაყიშვილმა უკვე 10 კილოგრამი დაკარგა.

მეარაყიშვილის ადვოკატმა, ალან ბაზზაევმა გამოცემა Sapa-ს დაპატიმრებული ქალის მონახულების შემდეგ განუცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტი უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ თამარ მეარაყიშვილის წნევა მერყეობს, ასევე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეარაყიშვილი “ნორმალურად საუბრობს”, მაგრამ ‘გარეგნულად აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის”.

ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს მიიჩნევს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად პატიმრად. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე,” – განაცხადა ბაზაევმა.

ცნობისთვის, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები – არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.

ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.

ის 23 დეკემბრიდან შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშირა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე – გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ყოფილ მთავარ პროკურორს ციხეში გაშვებას უვადოდ უპირებს