ოკუპანტების მოტივაცია ტელევიზორი და მაცივარია, ჩვენი – სამშობლოს დაცვა – კიმი

“ოკუპანტების მოტივაცია ტელევიზორი და მაცივარია, ჩვენი – სამშობლოს დაცვა” – ამის შესახებ მიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

წყლის არხია შესაკეთებელი. ქსელის დაზიანება რუსების პოზიციიდან რამდენიმე კილომეტრშია, დაახლოებით 4-ში. ყველას გვესმის, რომე მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს ფრონტის ხაზის ტერიტორიაა.

რომც განვდევნოთ და შევაკეთოთ, შეუძლიათ სხვა ადგილი ააფეთქონ. გაითვალისწინეთ, რომ თუ გაგვიმართლებს წყალიც მოვა, თუ არადა ვედროებით მოვიმარაგოთ. ნუ იფიქრებთ, რომ შეგვიძლია და არ ვაკეთებთ.

რაც შეეხება შეტევებს – რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ოკუპანტები შეტევებს დაიწყებენ. ვერც ვერაფერს ვერ მოიპარავენ, რადგან მიმდებარე ტერიტორია დანგრეული და გაძარცვულია. დრო ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებებს. ტელევიზორი და მაცივარი მათი მოტივაციაა. ჩვენი კი სამშობლოს დაცვა, – ამბობს კიმი.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადადის
შემდეგი სტატიაიმედია, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აღიქმება საფუძვლად, რომელზეც შეიძლება, პოლარიზაცია დაიძლიოს – ჰარცელი