ოკუპანტების მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენეს ევროპელი პარტნიორები. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხს განიხილავენ ერგნეთისა და ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე.

საქმე ეხება “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გრემისხევთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმს მოწყობილი აქვს მუდმივმოქმედი საგუშაგო, დააფიქსირეს ახალი საბრძოლო სანგარსავალის მოწყობის პროცესი.

 

დავით ქაცარავა:სალბიერი/გრემისხევთან მდებარე საგუშაგოსთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა:სალბიერი/გრემისხევთან მდებარე საგუშაგოსთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს