ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის 54 ფაქტია ცნობილი

ომის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. მისი თქმით, საუბარია 54 სამხედროს მკვლელობაზე.

ბელუსოვმა ასევე თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, დანაშაული ხერსონის ოლქში, კრინოკის მახლობლად მოხდა, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ მოწმდება.

გენერალური პროკურატურის მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევები 2022 წლის მარტიდან ფიქსირდება. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი პირველი რუსი სამხედროს მიმართ, რომელმაც ჩერნიგოვში უკრაინელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯა.

თუმცა, საქმეების გამოძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც წესი, არ აქვთ წვდომა დანაშაულის ადგილზე, ან ცხედრების დათვალიერების შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის საელჩო – პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის
შემდეგი სტატიამხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში – ბრიტანეთის საელჩო