ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს

ოკუპანტების მიერ კირბალში გუშინ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი თბილისის ექსპერტიზის ბიუროდან მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. სამართალდამცავებმა სოფელში შესვლის საშუალება მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ მისცეს. უსაფრთხოების გამო სოფლის ყველა შესასვლელში პოლიციაა მობილიზებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის არა მხოლოდ სოფელ კირბალის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის.

“შიშის ქვეშ ვართ, სულ ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს. ჩემი ორ-ორი ბიჭიც გატაცებული ჰყავდათ, ტყეში ვერ შევდივართ”, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია