ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები – ციალა დოთიაშვილი და მაია ოთინაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან

უკანონო პატიმრობის მესამე დღე – გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ ციალა დოთიაშვილების ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია.

50 წლის მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს.

რაც შეეხება მაია ოთინაშვილს – ის ცხინვალში უკვე კვირაზე მეტია დაკავებული ჰყავთ. როდის მოხდება მისი გათავისუფლება ამ ეტაპზე უცნობია.

ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ გატაცებულების გასათავისუფლებად ისინი ყველაფერს აკეთებენ.

„ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული პოზიცია სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მკაცრად ვგმობთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოაყალიბა საოკუპაციო რეჟიმმა“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

„ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით კი, ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ბედავს, საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. ზაალ უდუმაშვილი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია,რადგან ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ გატაცებული ადამიანები დავაბრუნოთ სახლებში, პრევენციულ ღონისძიებებს უნდა ვატარებდეთ,რომ ასეთი გატაცებები არ ხდებოდეს“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

“ევროპული საქართველოს” წევრების თქმით, ხელისუფლება შესაბამისად არ რეაგირებს იმ კანონდარღვევებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებას შეეძლოს სწორედ ოთხოზორია ტატუნაშვილის სია გამოეყენებინა, იმის დასტურად, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

„ეს დანაშაულებრივი ქმედება არც გუშინ დაწყებულა არც დღეს, მთავარია როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას. უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი ამ ადამიანების გამოსახსნელად“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე

banner
წინა სტატიაშიფონდ “იავნანას” საქმე – დღეს პაატა ბურჭულაძის მეუღლეს სასამართლოში დაკითხავენ
შემდეგი სტატია“ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმე – ფარცხალაძე დუმილს არღვევს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს