ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია – დავით ქაცარავა აქციებს აანონსებს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია. ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 დღის წინ გაიტაცეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. ის ხელისუფლებას ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.

“მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები, რაც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, თუმცა დადასტურებით ამაზე საუბარი გვიჭირდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ და შეგვიძლია ამის გაჟღერება. მე-4 დღეა, ხელიუფლება დუმს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, რომ გააჟღერონ კონკრეტული გეგმა, გვითხრან როდის დაიხსნიან, როდის გამოიყვანენ მამუკა ჩხიკვაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ აქციებს, რომელიც “ქოც” ხელისუფლებას და მის რუსულ ბოსებს ძალიან არ მოეწონებათ”, – თქვა დავით ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში