20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ოკუპანტების ლოჯისტიკა ლუგანსკსა და სლობოჟანშინაში უკრაინელების კონტროლის ქვეშაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადის უპილოტო სისტემების ბატალიონი იტყობინება, რომ ლუგანსკის ოლქსა და აღმოსავლეთ სლობოჟანშინაში ოკუპანტების ლოჯისტიკურ მარშრუტებზე კონტროლი დაამყარეს.

მათივე ცნობით, უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა ფრონტის ხაზიდან 205 კილომეტრზე მეტ სიღრმეში, რუსეთის საზღვართან მდებარე „იზვარინოს“ გამშვებ პუნქტამდე მიაღწიეს და გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობები.

„ლუგანსკი, სტარობელსკი, ალჩევსკი, ბრიანკა, კადიევკა ამჟამად მესამე საარმიო კორპუსის უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დროებით გაყინვას განიხილავს