ოკუპანტების დანაკარგები დიდია, უკრაინული კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს – არესტოვიჩი ხარკოვზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 დასახლება გაათავისუფლეს.

მისი თქმით, უკრაინული ძალები კონტრშეტევას წარმატებულად ახორციელებენ.

“სევეროდონეცკი ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ურთულესია მდგომარეობა პოპასნოეში. ჩვენს ჯარისკაცებს მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ ხარკოვის მიმართულებით. გათავისუფლებულია სულ მცირე 5 დასახლება. მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცენტრები. ოკუპანტებს ართმევენ საბრძოლო ტექნიკას. დიდია მათი ცოცხალი ძალის დანაკარგიც. ეს უკრაინული კონტრშეტევაა და ძალიან წარმატებული”, – ამბობს არესტოვიჩი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 25 100 ჯარისკაცი დაკარგა