ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით უნიკალურ ნაკრძალს ანადგურებენ, მდგომარეობა კატასტროფულია – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით დაცულ ტერიტორიებზე კატასტროფული მდგომარეობაა.

როგორც დენისოვა Facebook-ზე წერს, რუსი ოკუპანტები ანადგურებენ უნიკალურ ნაკრძალს Кінбурнська коса-ს.

“ხერსონის ოლქში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. ხანძრის ჩაქრობა რთულია რუსი სამხედროების მიერ რეგიონის დროებით ოკუპირების გამო.

Кінбурнська коса-ზე ხანძარი უკვე კირაზე მეტია გრძელდება. ხანძარმა თითქმის 4 000 ჰექტარი ტყე მოიცვა ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების საზღვარზე.

გადაშენება ემუქრება მთელ ფლორას, კერძოდ, წითელი წიგნის ველური ორქიდეების უდიდეს ველს ევროპაში, მრავალწლოვან ხეებს, ვარდისფერ ტბებს, ცხოველებს.

ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებენ და ტყის მცველებს ხანძრის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ. ასევე, არის სახანძრო მანქანებისთვის საწვავის და ტექნიკის ნაკლებობა. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მათ საკვები აღარ აქვთ.

უნიკალურ დაცულ ტერიტორიაზე მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება. ტყის ხანძრის შედეგები ძალიან საშიშია ადამიანისთვის და უკიდურესად დამღუპველი გარემოსთვის, რადგან ხანძარი ანადგურებს მთელ ეკოსისტემას, რომელთა აღდგენაც შემდგომში რთული იქნება.

ოკუპანტების ქმედებები არღვევს 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და დამატებით პროტოკოლებს. მივმართავ გაეროს კომისიას, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს”, – წერს დენისოვა.

banner
წინა სტატიაშითქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?! – არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე – “ ჯერ კიდევ ერთი თვის უკან ბიბილოვის განცხადების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაგვენახებინა რომ ამას საქართველო არ შეეგუება”