ოკუპანტები მთელი ღამე ბომბავდნენ “აზოვსტალს”, ახლა კი ქარხანაზე შტურმი დაიწყეს – პალამარი

რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავებითა და არტილერიით ბომბავდნენ, ახლა კი ქვეითმა ჯარმა ქარხანაზე შტურმი დაიწყო, – ამის შესახებ “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

“საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ახლა ქვეითმა ჯარმა ქარხნის ტერიტორიაზე შტურმი დაიწყო. ისინი ჯავშანტექნიკისა და ტანკების დახმარებით ცდილობენ, შემოიჭრან”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშილევან სილაგავა – საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება
შემდეგი სტატიაზელენსკი – ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა