ოკუპანტები ლისიჩანსკის გარშემო მცირე წინსვლის მიღწევას განაგრძობენ – ბრიტანეთი

უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს წვერობას ითხოვს

რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკის გარშემო, საჰაერო და საარტილერიო დარტყმების მეშვეობით მცირე წინსვლის მიღწევას განაგრძობენ. უკრაინის ძალები, სავარაუდოდ, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ოკუპანტების ქმედებების შეზღუდვას ცდილობენ.

“რუსეთის სამხედრო ძალები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას განაგრძობენ, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი თანამედროვე იარაღის მარაგების შემცირების გამო.
CCTV-ს კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელმაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 2022 წლის 27 ივნისს დაარტყა, დიდი ალბათობით Kh-32 იყო. ეს არის საბჭოთა ეპოქის Kh-22 KITCHEN-ის განახლებული ვერსია.
შემდგომი დარტყმები 2022 წლის 30 ივნისს ოდესის ოლქში სავარაუდოდ მოიცავდა Kh-22 KITCHEN რაკეტებს. ეს იარაღი ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა და ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია”. – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიარუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი