ოკუპაციის თემით მანიპულირება და სხვა – რა არის სირცხვილი მამუკა მდინარაძის აზრით

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 13:28

ოკუპაციის თემით მანიპულირება და სხვა – რა არის სირცხვილი მამუკა მდინარაძის აზრით

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რა არის სინამდვილეში სირცხვილი, მისი აზრით.

“მე მინდა მივუსამძიმრო ნაციონალურ მოძრაობას თავისი დანაყოფით, ყველას ერთად, გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. ვუსამძმრებ. სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ უზრუნველყო ის, გამოიწვია მათი პოსტ ისტერია, რასაც დღეს ვხედავთ, რომ სათქმელი არაფერი აქვს, სტვენაზე გადავიდნენ, “კმარადან” ვერ გამოვიდა ეს ხალხი. “კმარადან” დღემდე ვერ გამოდიან.

გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევევში და პატივს ვცემთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

მინდა, ვუთხრა მათ, რა არის სინამდვილეში სირცხვილი:

სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება.
სირცხვილია პარლამენტის მიერ პარლამენტისკენ შტურმის მოწოდება.
სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება.
სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, რომელიც აღიკვეთა შემდეგ.
სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა.
სირცხვილია ლაპარაკი იმის, რომ აგვისტოს ომით ამოისუთქეს.
სირცხვილია მათი მხარდაჭერილი რევოზლუციის გაპრავება, თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება.
სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი ასოლუტურად ყველა თემაზე
სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების და ქონების ჩამომრთმევების მხრიდან მორალზე ლაპარაკი.
სირცხვილია, ოკუპაციას და მის შედეგებს უპროტესტებდე ქართულ იცნებას და თავად იყო ნაციონალური მოძრაობა.
და ნაცანიონალური მოძრაობაა მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის. და სანამ ის იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, მანამ ეს სირცხვილი იქნება ჩვენ ქვეყანას, სამწუხაროდ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილება.

ელენე ხოშტარია რამდენიმე აქტივისტთან ერთად სხდომაზე სტვენით შევიდა და დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები გააპროტესტა.

სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.

ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.

შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.

“ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის”, – თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.

ქართული ოცნების ამ განხცხადების პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია”სირცხვილია” მიმდინარეობს.

ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება – სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 13:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics