ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა

ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები, იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, ერთი სახელმწიფოს – რუსეთის გარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი და უკრაინელი ხალხი არასდროს ეგუებიან რუსულ აგრესიას.

„დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები და არც უკრაინელები არასდროს გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები, იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, ერთი სახელმწიფოს – რუსეთის გარდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითათია დოლიძე მის წინააღმდეგ “ფეისბუქზე” ახალი ნეგატიური კამპანიის აგორებას ეხმიანება
შემდეგი სტატიაეს არ არის ოკუპაციის ხაზი და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის