ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თბილისში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეების ნაწილს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრიდან უკან გააბრუნეს „იტარტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე.

5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ იმართება.

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიპირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიააქვთ თუ არა სექსი სხვებს იმაზე ხშირად, ვიდრე თქვენ