ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა წინა ხელისუფლებამ – პაპუაშვილი

გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა წინა ხელისუფლებამ.

„გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტადაც ეს ფაქტი არის დასტური, რომ გვაქვს გამოწვევები ოკუპაციის სახით. არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორედაც გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს პირიქით, ადასტურებს იმას, თუ რამდენად მყიფე არის მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად 100-ჯერ დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სხვადასხვა დროს.

ზოგადად რთულია ხოლმე განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ოკუპაციის სახით. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, რომ გამოწვევები, რაც არსებობს უსაფრთხოების მხრივ, არ მოხდეს ამის რეალიზება. მთავარი პოლიტიკა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, არის ის, რომ საფრთხეები არის სერიოზული. ჩვენ ამაზე, მათ შორის როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ჩვენთან და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი – ერთი, რომ მათ შორის ყველა მოქალაქემ თვალი გაუსწოროს იმ უსაფრთხოების რისკებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მეორე – ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს. მთავარი არსი პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა არის, რომ სწორედ შევაფასოთ რისკები და რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ეს ინსტრუმენტები არის როგორც ჩვენს ხელში, ქვეყნის შიგნით, ისე ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. ამიტომ, სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით არის, რომ საქართველო ბოლო წლების, 10 წელზე მეტია, ინარჩუნებს მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები და სწორედ ამ რისკების რეალიზებას უშლის ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი ტოკიოში ჩავიდა
შემდეგი სტატიასამხარაძე – უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო აქტიურად იყოს ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში