ოხანაშვილს გამოსვლა ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს

პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ომბუდსმენი უკმაყოფილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს.

სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.

ოპოზიცია დროს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

„არღვევთ რეგლამენტს, ნუ სპეკულირებთ, შეეშვით სპეკულაციებს,“ – მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკურ ოპონენტებს სიმშვიდისკენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა.

„ჭკვიანად იყავი,“ – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის საბჭოში დარჩება ისე, როგორც დღეს არის
შემდეგი სტატია„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა”- ბესელია