ოხანაშვილმა ვაშაძე დებატებში გამოიწვია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს დებატებში იწვევს. ოხანაშვილმა ვაშაძეს დებატები ბიუროს სხდომაზე შესთავაზა, სადაც კამათი იყო.

კამათი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მმართველი გუნდის მიერ გატარებულ ცვლილებებს ანტიდემოკრატიული და სადამჯსელო უწოდა.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, მსგავსი შეფასება ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის საელჩოს.

ოხანაშვილმა ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა

“მე ბატონ გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ დებატებს ამ საკითხზე, წერტილი რომ დაესვას, აირჩიეთ ეთერი სადაც გინდათ – ობიექტური, ნეიტრალური და დავასრულოთ და წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. საზოგადოებამ განსაჯოს ვინ არის ჩვენ შორის მართალი” -თქვა ოხანაშვილმა

ვაშაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ “დებატების არავის ეშინია”

banner
წინა სტატიაშისპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ვასაძე მივიდა და ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა
შემდეგი სტატიაღუდუშაური – გახარიას და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“