ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, ასეთი საქართველოში არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არავითარ ცენზურას არ აწესებს.
„მარიამ ლაშხმა თავისი აზრი და იდეა გამოთქვა. ცენზურაა, როცა იდეის და აზრის გამოთქმის გამო ბულინგს იწყებ. არავითარი ცენზურის ინიციატორი მარიამ ლაშხი არ არის და „ქართული ოცნება“ არავითარ ცენზურას არ აწესებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში რომ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული, ასეთი საქართველოში არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. თუნდაც ვინმე ფიქრობდეს, რომ კონკრეტული იდეა არასწორია, კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა დავუქვემდებაროთ ცენზურას. გამოხატვის თავისუფლება დეპუტატსაც აქვს, კეთილი ინებონ და ვიდრე სხვას მიუთითებენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებაზე, თავად გააცნობიერონ, რას ნიშნავს ეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.