ოხანაშვილი – სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის

სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ის სრულად მოიხდის სასჯელს, რაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ჩემი თხოვნა იქნება, ჩვენს საზოგადოებას დროს ნუ დააკარგვინებთ ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად. ჩვენთვის ეს ადამიანი აქტუალური არ არის. მას კანონის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული ადგილი, სადაც უნდა იყოს. თუკი შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით ვინმემ გააკეთოს კომენტარი ეს, პენიტენციური სამსახურია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადებაც, სადაც ის ამბობს: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

მისი თქმით, თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია, ისაუბროს იმაზე, რა ინიციატივაც გააჟღერა. თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა ის მარგინალური, დესტრუქციული ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს შესაბამისი რაოდენობით პარლამენტში მუშაობის მანდატი და არ ახორციელებენ მათთვის კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. ამიტომ ეს კითხვები „ნაციონალურ მოძრაობას“ – როდის აპირებენ, დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში და იმუშაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად
შემდეგი სტატიატიკარაძე – „ომიკრონი” საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამის მოლოდინი არის