ოხანაშვილი – პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, სამწუხაროდ, საბოტაჟის რეჟიმს იყვნენ აყოლილი. შესაბამისად, მათ იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება და უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და ისინი დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას, ჩვენ უკვე განვახორციელეთ ცვლილება, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე, მიეცეთ შესაძლებლობა, ამ პოლიტიკური ცხოვრების გათვალისწინებით და პარლამენტში ჩართულობისა და მათი ამომრჩევლის ნების ინტერესის გამოხატვის შესაბამისად გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. ეს მათი ნებაა. თუ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მიმართავენ განცხადებით, რომ მათ მიეცეთ დაფინანსება და განაცდური, კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ სახელმწიფო დაფინანსება პირველი აგვისტოდან აღუდგებათ. შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს პრეტენზია არ აქვს და მხარს უჭერს. თუმცა ცვლილებას მხარს არ უჭერს „გირჩი“. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ამ მექანიზმით სარგებლობას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს”
შემდეგი სტატიაჩინეთმა უარი თქვა ჯანმოს მიერ კოვიდ-19-ის წარმოშობის თაობაზე გამოძიებაში მონაწილეობაზე