ოხანაშვილი – ორიენტირებული ვართ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე, არამედ მოქალაქეების ინტერესებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით აღარ ცხოვრობს და ხელისუფლება ვერ და არ იქნება იმ დღის წესრიგზე ორიენტირებული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მმართველ გუნდს შესთავაზოს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და პატიმარი, რომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიებები.

„ორიენტირებული ვართ არა „ნაციონალების“ დღის წესრიგზე, არამედ მოქალაქეების ინტერესებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შევთავაზოთ