ოხანაშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისობაშია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისობაშია.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პოზიციის დაცვა თუ მოუწევს, დაიცავს კიდეც და შესაბამისი არგუმენტებიც ექნება.

„ეს კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისია. ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება და სრულად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რაც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. თუ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პოზიციის დაცვა მოგვიწევს, დავიცავთ კიდეც და გვექნება არგუმენტები, თუ რატომ არის პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასევე რატომ არის პოლიტიკურად და სამართლებრივად სწორი.

მიმაჩნია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციურად სწორია ისევე, როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად. სხვა შემთხვევაში, რა მოცემულობა გვექნება და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, სხვა განხილვის საგანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება მანდატების შენარჩუნების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

banner
წინა სტატიაშიპირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება
შემდეგი სტატიაფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია სრულდება