ოხანაშვილი: ოპოზიციამ მოაწერა ხელი შეთანხმებას და აიღო ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდა ამნისტიას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მართალია, შარლ მიშელის დოკუმენტი არის ანულირებული, მაგრამ ოპოზიციამ მოაწერა ხელი შეთანხმებას და ამით აიღო ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდა ამნისტიის კანონპროექტს.

„თუ ისინი არ დაუჭერენ ამნისტიას მხარს, გამოვა, რომ მათ მიერ დოკუმენტის ხელმოწერა იქნება ფორმალური. ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იქნება. თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ აუცილებლად მოუწევდა ხელმოწერა და ეს ასეც მოხდა. გვჯერა, რომ ეს ხელმოწერა ფორმალური იქნება, თუმცა მაინც დაველოდოთ კენჭისყრას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი ვაქცინაციის ლატარიის წესებსა და მასში მონაწილეობაზე
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი: “ოცნება” ჩვენი პარტიის წევრებს ავიწროებს