ოხანაშვილი: ოპოზიცია პარლამენტიდან გამსვლელი არ არის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, რომელმაც ბევრი იწვალა პარლამენტში შესასვლელად, ახლა არსად გამსვლელი არ არის.

ამის შესახებ ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ოპოზიცია სადმე გავა? ამდენი იწვალეს აქ რომ შემოსულიყვნენ და ახლა ბედნიერები არიან, რომ აქ სკამები დაიკავეს. არსად გამსვლელები არ არიან და თუ გავლენ, ისევ მალევე შემოვლენ, იმაზე უფრო ადრე ვიდრე აქამდე, როდესაც ექვსი თვე მოანდომეს პარლამენტის გარშემო სიარულს.

პოპულისტური განცხადებებია. მამუკა ხაზარაძეს არ მგონია დაეჯერებოდეს რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი ჯარიმების გაუქმებაზე: შესაძლოა, ადამიანები გაათამამოს კიდეც
შემდეგი სტატიააქცია “ლიბერთი ბანკთან” გაიმართა