ოხანაშვილი – ნინო ლომჯარიას ვთხოვ, გაუწიოს კონტროლი სასამართლო პროცესს, თუ ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება დაცული იყოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მოვალეობაა, რომ პირთა უფლებების სწორ და სრულად რეალიზებაზე კონტროლი განახორციელოს.

ამასთან, ოხანაშვილი ნინო ლომჯარიას მიმართავს, იმ შემთხვევაში, თუ ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება დაცული იყოს, სასამართლო პროცესს კონტროლი გაუწიოს.

„ომბუდსმენის პირდაპირი მოვალეობაა, განახორციელოს კონტროლი პირთა უფლებების სწორ და სრულად რეალიზებაზე. ნინო ლომჯარიას ვთხოვ, გაუწიოს კონტროლი სასამართლო პროცესს. თუ ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება დაცული იყოს, პროცესს კონტროლი გაუწიოს, რაც მისი მოვალეობაა. მას ეს შეუძლია. რაც შეეხება პარლამენტისთვის მოწოდებას, ეს მისი არჩევანია, თუმცა ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს და იმის კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში“ , – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი მელიაზე – მის ხელშია უფლება – დაარღვევს თუ არა კანონს
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას