ოხანაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც რადიკალურ ჯგუფს სურს საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა

“ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც რადიკალურ ჯგუფს სურს საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა, უმართავი სიტუაციების წახალისება და პირდაპირ პროვოცირება ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ სურთ საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიონ, ამიტომ ვინც კანონს გაცდება, მის მიმართ შესაბამისი რეაგირება იქნება.

“ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება. სიმართლეა ის, რომ ჰქონდა სრული შესაძლებლობა ონლაინ ჩართვით, როგორც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ასევე საზღვარგარეთ არაერთი ქვეყნის კანონმდებლობით, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს ნამსჯელი და მიღებული პრაქტიკა. ტყუილს ნუ აყვებით, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა პროცესში მიეღო მონაწილეობა ონლაინ და მისი უშუალო მონაწილეობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. ტყუილია ასევე, როცა საუბრობენ, რომ სახელმწიფო ერთი პირის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, აქ საუბარი საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ჩვენი აპლიკაციით მოქალაქეები უკვე შეძლებენ, თავისუფლად შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე