ოხანაშვილი – მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ოცნების“ კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 251 პაციენტი
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს