ოხანაშვილი – მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ორიენტირებულია პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხის ინტერესებზე

ნიკა მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა და ვინც პარტიაშია, ორიენტირებული არიან სწორედ პირად კეთილდღეობაზე და არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, მელიამ ან გვიან შეიტყო, ან ძალიან კარგად იცოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება ჰქვია.

„რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც „ნაცმოძრაობას“. იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ამას ახლა მელია ადასტურებს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ ხაბეიშვილი და ვაშაძე გაერთიანდნენ. თითქოს, ხაზს უსვამს, რომ ამ ადამიანებს ისეთი პოლიტიკური წონა აქვთ, რომ მათ გაერთიანეს პოლიტიკური ჯგუფები. არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს გადაწყვეტილებების მიღებას არ ეკითხებიან იმ დოზით და იმ ფორმით, რასაც იღებენ. ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილებების გამხმოვანებლები და რადიკალიზმის შემქმნელები, კონკრეტული დავალებების გათვალისწინებით. დიდი ხანია, რაც ვაშაძე ამ პარტიის აქტივისტია. ის ამ პარტიის მაღალ თანამდებობაზე იყო და პოლიტიკურად ჩართული იყო არაერთ საქმეში, როცა მოქალაქეების საწინაღმდეგო ქმედებები ხორციელდებოდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია გადაახტება გაბრაზებასა და პირად წყენებს
შემდეგი სტატიაოხანაშვილი – მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია