ოხანაშვილი – მელია, გავრილოვი და ენმ არის ერთი მედლის ორი მხარე

“ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი მედლის ორი მხარე”. – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.

“ყოველთვის მაშველ რგოლად ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას”. – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ. პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. გავრილოვი ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს და თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – მონებო, ვერ გამასამართლებთ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ის, ვინც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არანორმალურ ქცევას აიძულებს, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი იყოს