ოხანაშვილი – მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია

გიორგი მარგველაშვილი დიდი ხანია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით „ნაცმოძრაობის“ გვერდით არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ეწევა, მათი ინტერესების გამტარებელი იყო და არის, ეს FARA-ს დოკუმენტებით დადასტურდა.

„ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია. ეს ყველაფერი ლიტონი სიტყვები არ არის, FARA-ს დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ აქტივიზმში იყო ჩართული. გიორგი მარგველაშვილი რა პოლიტიკური წონის მატარებელია, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, მარტივად გაიგებთ, მას არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – მელიას განცხადებით დადასტურდა, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ორიენტირებულია პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხის ინტერესებზე
შემდეგი სტატიააშშ არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო, მთავრობამ კარგად იცის რა არის პრობლემა EU-ს გზაზე – ფრიდი