ოხანაშვილი: გარანტირებული იქნება, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან იყოს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და პარლამენტში შესული ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი იქნება, თუმცა თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი პროფესიული ნიშნით უნდა იყოს შერჩეული.

“შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, ქართული ოცნება რჩება ერთგული ამ შეთანხმების. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე [ცესკოს თავმჯდომარის], ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული. ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია, ვფიქრობთ, რომ დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები. დანარჩენ საკითხებს გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში”, – თქვა ოხანაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორშაბათს, 17 მაისსაც გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ოპოზიციაში არიან ლიდერები, ვისთვისაც ახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარ იყოს
შემდეგი სტატიაშავგულიძე: ბევრი საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათსაც შევიკრიბებით