ოხანაშვილი ენმ-ზე: ამ ხალხის სიტყვას უკვე დიდი ხანია, ფასი დაკარგული აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ოღონდ არა ცალკეულ პუნქტებზე, ისინი შეუერთდებიან დოკუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხალხის სიტყვას უკვე დიდი ხანია, ფასი დაკარგული აქვს. არავინ აღარ ენდობა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სანდო ჯგუფი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნდობლობის მქონე ჯგუფი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ, ისინი რას იტყვიან, არანაირი წონა აღარ აქვს. ეს ხალხი იძახდა ერთს და რეალურად აკეთებდა მეორეს, აკეთებინებდნენ მეორეს და ჩვენ ხომ კიდევ ბევრად ადრე განვაცხადეთ, ამოიღეთ ჩანაწერები, სადაც ვთქვით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. ეს ჩანაწერიც, რასაც მე აქ ვამბობ, რამდენიმე ხნის შემდეგ შეადარეთ იმასთან, რაც მოხდება. მათ მოუწევთ ხელმოწერა, ოღონდ ისე კი არა, ცალკეულ პუნქტებზე, ისინი შეუერთდებიან შარლ მიშელი დოკუმენტს. მათ კიდევ აქვთ დრო, შეუერთდნენ ასევე ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. მათ ექნებათ ამისთვის შესაბამისი დრო და იმედია, დაფიქრდებიან. მთავარი არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ ჯგუფებს დესტრუქციის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნება“ არ მისცემს მათ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სივრციდან გამომდინარე დესტრუქციის შესაძლებლობას და ამაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ასევე სიმართლის მხარეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ ის დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ